საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან უცხო ქვეყნის აგენტები აპროტესტებენ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. დოკუმენტი აქციის მიმდინარეობის დროს რეგისტრირდება საქართველოს პარლამენტის ბიუროზე.

„არ შეგვიშვეს შიგნით იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ბევრ კოლეგას აქვს სპეციალური საშვი. დანარჩენებს კი გვაქვს პარლამენტის წევრის დაშვებული საშვები. ეშინიათ, რომ შევახსენებთ, საით მივყავართ ამ კანონს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც არის გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორი.

პარლამენტის შესასვლელთან ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს!“ უცხო ქვეყნის აგენტები და მათი მხარდამჭერებიც აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებით ცდილობს, რუსული მეთოდებით გააჩუმოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.


აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე 400-ზე მეტმა ორგანიზაციამ, რომლებიც უცხო ქვეყნის დაფინანსებით არსებობენ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ამ განცხადებით, კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს მისი მხილების საწინააღმდეგო ნაბიჯს.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში უცხო ქვეყნების აგენტების მიერ დაფინანსებული საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ ჩაისვარა და კანონპროექტი უკან გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.