საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, "უცხოური დაფინანსების გამჭირვალობის შესახებ" დაკავშირებით აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან არასაჯაროდ და საჯაროდაც გამოხტა თავისი სერიოზული შეშფოთება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ის გადაახვევინებს საქართველოს თავისი ევროპული გზიდან და უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობაზე, აკეთონ საქმე ისე, როგორც დღემდე აკეთებდნენ და რაც ქართული მხარის ეჭვებს უფრო აღვივებს იმის შესახებ, რომ ეს თანხები საქართველოს საწინააღმდეგოდ არის გამოყენებული ხშირ შემთხვევებში.
ხაშურში, ამერიკულ ცენტრში, ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში რობინ დანიგანმა თქვა, რომ იმ კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ოკუპანტი კი მიესალმება, ქართველებმა თავს უნდა ჰკითხონ, "არის თუ არა ის კარგი რამ მათი ქვეყნისთვის" - მისი პასუხიც რასაკვირველია პროვაკაციულია.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ საქართველოში ამერიკასთან შედარებით უფრო ნაკლებად მკაცრი კანონპროექტი არის წარმოდგენილი, რომელიც მხოლოდ ფინანსების გაჭვირვლობაზეა და ამ ორგანიზაციების აკრძალვა ან მათი გაუქმება არ მოხდება.
საუბრის ბოლოს აშშ_ის ელჩმა საქართველოს დააყვედრა 6 მილიარდი რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში აშშ_დან შემოვიდა საქართველოს არაკანონიერი მთავრობების დასახმარებლად
"ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვის ძალები, გააძლიერა და აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური, რათა საქართველომ შეძლოს თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვა და შემდგომი აგრესიის შეკავება."
ახლა მკითხველო თავად დაფიქრდი საქართველოს შეუძლია მტრისგან დაიცვას საქართველოს საზღვაო თუ სახმელეთო ტერიტორიები? გააჩნია ჩვენს არმიას ამის რესურსი? და მიხვდებით, რომ აქაც ნაცრის კორიანტელს აყენებს ჩვენი რობინ დანიგანი.

0 Comments